ბათუმის შესასვლელებთან მოწყობილ საკონტროლო-გამშვებ პუნქტებზე ავტომანქანებს დეზინფექციას უტარებენ
ბათუმის შესასვლელებთან საკონტროლო-გამშვებ პუნქტებზე დღეიდან ქალაქში შემავალი ავტომანქანების დეზინფექცია მიმდინარეობს.
შინაგან საქმეთა და თავდაცვის სამინისტროს ქვედანაყოფები ვითარებას მესამე დღეა, აკონტროლებენ.
თერმოსკრინინგს გადის თითქმის ყველა მგზავრი.
პროცესი მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს. მოქალაქეების უმრავლესობა გამკაცრებულ ზომებს აუცილებელ ღონისძიებად მიიჩნევს.
კომენდანტის საათის დროს რამდენიმე დარღვევა დაფიქსირდა და ყველა პირი დაჯარიმდა.
საკონტროლო-გამშვები პუნქტი ბათუმის სამ შესასვლელშია მოწყობილი. სოფლებთან დამაკავშირებელ გზებზე, სულ ოთხ ლოკაციაზე კი პატრულირება გამკაცრებულია.