ბათუმის შესასვლელებში, საგუშაგოებზე მგზავრთა კონტროლი მიმდინარეობს
ბათუმის შესასვლელებში, საგუშაგოებზე მგზავრთა კონტროლი მიმდინარეობს

ბათუმის შესასვლელებში საგანგებო მდგომარეობასთან დაკავშირებით გახსნილი საგუშაგოების საქმიანობას აჭარის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი კონსტანტინე ანანიაშვილი ზედამხედველობს. მისი განცხადებით, პროცესი მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს და მოსახლეობა სამართალდამცველების მოთხოვნებს უპრობლემოდ ემორჩილებიან.

„შს სამინისტრო თავდაცვის სამინისტროსთან ერთად აკვირდება საგანგებო მდგომარეობის შესრულებას. ხორციელდება საგუშაგოებზე თერმოსკრინინგი, ყველა სატრანსპორტი საშუალების შემოწმება ხდება. ჯერჯერობiთ არ ყოფილა რაიმე სახის წინააღმდეგობის ფაქტი. რამდენიმე პირი იყო, რომელსაც ტემპერატურა აღენიშნებოდა ზღვრულს ზემოთ და სამედიცინო პუნქტში კონსულტაციის გავლა მივუთითეთ“, – განაცხადა კონსტანტინე ანანიაშვილმა.

ბათუმის სამ შესასვლელშია გახსნილი საგუშაგო, ოთხ ლოკაციაზე კი მიმდინარეობს გაძლიერებული პატრულირება.