ბათუმის შავი ზღვის ხელოვნების ფესტივალზე დათუნა ალადაშვილი ბეთჰოვენის მეხუთე საფორტეპიანო კონცერტით წარდგა
ბათუმში შავი ზღვის ხელოვნების ფესტივალი გრძელდება. მესამე საფესტივალო დღეს დავით ალადაშვილის კონცერტი გაიმართა. ახალგაზრდა პიანისტი მსმენელის წინაშე ბეთჰოვენის მეხუთე საფორტეპიანო კონცერტით წარდგა.
ბათუმის ფესტივალის ორკესტრს ცნობილმა იტალიელმა დირიჟორმა, სან-რემოს ორკესტრის სამხატვრო ხელმძღვანელმა, ჯანკარლო დე ლორენცომ უხელმძღვანელა.
კონცერტზე ასევე შესრულდა ბეთჰოვენის – „ეგმონტი“ უვერტიურა და მოცარტის კონცერტი კლარნეტისთვის, რომელიც ფესტივალზე ჩამოსულმა კიდევ ერთმა იტალიელმა ვარსკვლავმა, კლარნეტისტმა კლაუდიო მანსუტიმ შეასრულა.
ბათუმის შავი ზღვის ხელოვნების ფესტივალი მომდევნო დღეებში კიდევ არაერთ ცნობილ მუსიკოსს უმასპინძლებს.
ფესტივალი 10 სექტემბერს დასრულდება.