ბათუმის საზღვაო აკადემიის 600-მდე კურსანტმა დღეს ფიცი დადო. ფიცის დადების ტრადიცია სასწავლებელში ოთხი წელია, არსებობს.
დღესვე აჭარის მთავრობას, საქართველოს ეკონომიკის სამინისტროსა და საზღვაო აკადემიას შორის გაფორმდა მემორანდუმი, რომლის მიზანია სტუდენტებისთვის საზღვაო პრაქტიკის უზრუნველყოფა.
2020 წლიდან საზღვაო აკადემიის ყველა კურსდამთავრებული შეძლებს, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი წვრთნა გაიაროს.
საზღვაო პრაქტიკის სავალდებულო ნაწილს სასწავლებელი აქამდეც უზრუნველყოფდა, თუმცა ახალი მემორანდუმი კურსდამთავრებულებს საშუალებას მისცემს, დამატებით საერთაშორისო ნაოსნობაში ექვს თვიანი საერთაშორისო პრაქტიკის შემდეგ, სწრაფად მოახერხონ ოფიცრის პოზიციის დაკავება.
სასწავლო პრაქტიკას აჭარის მთავრობა და საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო დააფინანსებს.
ევროკავშირის გემებზე ოფიცერთა შემადგენლობის მიწოდების კუთხით, საქართველო მსოფლიოში მე-13 ადგილს იკავებს.