ბათუმის „სათნოების სავანის“ კიდევ 22 ბენეფიციარი კორონავირუსისგან გამოჯანმრთელდა
აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ბათუმის „სათნოების სავანის“ კიდევ 22-მა ბენეფიციარმა კორონავირუსი დაამარცხა. ისინი თავშესაფარში უკვე დაბრუნდნენ. მათივე ცნობით, ამჟამად კლინიკებსა და კოვიდ-სასტუმროებში მკურნალობის კურსს გადის სავანის 15 ბენეფიციარი. ყველა მათგანის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.
„ბათუმის სათნოების სავანის კიდევ 22-მა ბენეფიციარმა ვირუსი დაამარცხა. მოხუცთა სახლის უკვე გამოჯანმრთელებული ბინადრები სამედიცინო დაწესებულებებსა და კოვიდ სასტუმროებში გადიოდნენ მკურნალობის კურსს. ყველა მათგანი უკვე დაუბრუნდა თავშესაფარს. ინფიცირებულთა შორის ყველაზე ხანდაზმული 73 წლის კაცია. ჯამში კორონავირუსი მოხუცთა თავშესაფრის 33-მა ბენეფიციარმა დაამარცხა. ამჟამად კლინიკებსა და კოვიდ-სასტუმროებში მკურნალობის კურსს გადის სავანის 15 ბენეფიციარი. ყველა მათგანის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. დაწესებულებაში პერიოდულად ტარდება ბენეფიციართა „პისიარ“ ტესტირება და ამ ეტაპზე თავშესაფარში კორონავირუსით ინფიცირების ახალი შემთხვევა არ ფიქსირდება“, – ნათქვამია აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.