ბათუმის საქალაქო სასამართლოში კორონავირუსი რამდენიმე თანამშრომელს დაუდასტურდა
ბათუმის საქალაქო სასამართლოში კორონავირუსი რამდენიმე თანამშრომელს დაუდასტურდა, თუმცა მათ შორის არ არიან მოსამართლეები, – ამის შესახებ საქართველოს პირველ არხს სასამართლოს ადმინისტრაციაში განუცხადეს. ისინი არ აკონკრეტებენ, რამდენი პირია ინფიცირებული, მხოლოდ იმას ამბობენ, რომ რაოდენობა არის ცოტა.
ბათუმის საქალაქო სასამართლოში მასობრივი ტესტირება მას შემდეგ დაიწყო, რაც სხდომებზე დამსწრე ორ ადვოკატს კორონავირუსი დაუდასტურდა.
სასამართლო მუშაობის სრულად დისტანციურ რეჟიმზე გადავიდა.