ბათუმის საქალაქო სასამართლო დაკავებული მაღალჩინოსნების აღკვეთის ღონისძიების საკითხზე დღეს იმსჯელებს
ბათუმის საქალაქო სასამართლოში 14:00 საათისთვის ჩაინიშნა სხდომა, რომელზეც ბათუმში დაკავებული შვიდი ჩინოვნიკის, მათ შორის ყოფილი მერის გიორგი ერმაკოვისა და განათლების მინისტრის მოვალეობის ყოფილი შემსრულებლის ბაგრატ მანველიძისთვის აღმკვეთი ღონისძიების შეფარდების საკითხზე იმსჯელებენ.
საგამოძიებო ორგანო ოთხ მათგანს სამსახურეობრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას ედავება. ბათუმის ყოფილ მერს გიორგი ერმაკოვსა და ბათუმის მერიის ორ თანამშრომელს არჩილ ვანაძესა და გოგა ლომაძეს ბიუჯეტიდან თანხის მითვისება და გაფლანგვა ედებათ ბრალად.
ადვოკატების განცხადებით, ისინი მოსამართლეს გირაოს შესთავაზებენ, საქმის ბოლომდე გაცნობა კი ვერ მოახერხეს დიდი მოცულობის გამო.
პროკურატურის ინფორმაციით, აჭარის მთავრობისა და ბათუმის მუნიციპალიტეტის ყოფილი და მოქმედი მაღალჩინოსნები, დიდი ოდენობით სახელმწიფოს კუთვნილი ფულადი თანხის მართლსაწინააღმდეგო გაფლანგვისა და სამსახურებრივი მდგომარეობის ბოროტად გამოყენების ფაქტზე არიან დაკავებულები. კერძოდ, დაკავებულები არიან ბათუმის ყოფილი მერი გიორგი ერმაკოვი, აჭარის განათლების კულტურისა და სპორტის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი ბაგრატ მანველიძე, ბათუმის მერიის საფინანსო სამსახურის უფროსი არჩილ ვანაძე, ბათუმი მერიის და სამინისტროების თანამშრომლები ბექა ხალვაში, ნუკრი ხინთიბიძე, ბათუმის ვიცე მერი თენგიზ პეტრიძე და მერიის თანამშრომელი ეგარსლან ლომაძე.
პროკურატურის ინფორმაციით, გაიფლანგა 1 370 076 ლარი.