ბათუმის საოლქო საარჩევნო კომისიასთან, სადაც 21:00 საათზე საჩივრების განხილვა იგეგმება, ხმაურია.
საოლქოსთან იმყოფებიან ოპოზიციის მხარდამჭერები, მოძრაობა „იმოქმედე“, ორგანიზაცია „ალტერნატივა“.
ადგილზე ისმის შეძახილები – „მონებო“ და საყვირების ხმა. სამართალდამცველები შენობის შესასვლელის გათავისუფლებას ცდილობენ.
„ჩვენ არ ვითხოვთ შენობაში შესვლას, ჩვენ აქედან შევუქმნით დისკომფორტს, რომ არ გააყალბონ ხმები, ამას არ დავუშვებთ“, – ამბობს „იმოქმედეს“ ერთ-ერთი წარმომადგენელი.
ამასთან, ანალოგიური აქციებია თბილისსა და რამდენიმე რეგიონში.