ბათუმის საოლქო საარჩევნო კომისიასთან აქციაზე ორი ადამიანი დაშავდა
ბათუმის საოლქო საარჩევნო კომისიასთან აქციაზე ორი ადამიანი დაშავდა

ბათუმის საოლქო საარჩევნო კომისიასთან ორი ადამიანი დაშავდა. ჩატეხილია შენობის გვერდით მდებარე მაღაზიის ვიტრინა.

როგორც საქართველოს პირველი არხის ჟურნალისტი ადგილიდან იუწყება, ერთ-ერთი დაშავებულია „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატობის კანდიდატი გიორგი კირთაძე. როგორც მან განაცხადა, ვიტრინა ხალხის მიწოლის შედეგად ჩაიმსხვრა. ის სასწრაფო დახმარებამ კლინიკაში გადაიყვანა.

ადგილზე რამდენჯერმე დაიძაბა სიტუაცია. აქციის მონაწილეებმა შენობას კვერცხები დაუშინეს. აქციის ერთ-ერთ მონაწილეს სასწრაფო დახმარების დახმარება დასჭირდა.

ამ დროისთვის, ადგილზე ვითარება დამშვიდებულია. საოლქოს შენობის შესასვლელს აკონტროლებენ სამართალდამცველები. აქციის მონაწილეებმა კი, შორიახლოს გადაინაცვლეს. ისინი ამბობენ, რომ დაშლას არ აპირებენ.