ბათუმის საოლქო საარჩევნო კომისიაში აცხადებენ, რომ შუალედურ არჩევნებში მოსახლეობის აქტივობა მაღალია
ბათუმის საოლქო საარჩევნო კომისიაში აცხადებენ, რომ შუალედურ არჩევნებში მოსახლეობის აქტივობა მაღალია.
„15:00 საათის მონაცემებით, საოლქო კომისიაში ოთხი საჩივარია შესული. სამი მათგანი ეხება დისციპლინარული პასუხისმგებლობის დაკისრებას, ერთი კი, სამართალდარღვევის ოქმის შედგენას უკავშირდება. ოთხივე მათგანი არის პროცედურული ხასიათის და არჩევნების შედეგებზე ვერანაირ გავლენას ვერ იქონიებს.
რაც შეეხება 15:00 საათის აქტივობას, 33,32 პროცენტია ამ ეტაპისთვის, ეს კი საკმაოდ მაღალი აქტივობაა“, – განაცხადა ბათუმის საოლქო-საარჩევნო კომისიის იურისტმა, ზვიად სურმანიძემ.