ბათუმის საოლქო-საარჩევნო კომისიაში აცხადებენ, რომ შუალედურ არჩევნებში მონაწილეობა უკვე მიიღო რეგისტრირებულ ამომრჩეველთა 40-მა პროცენტმა
ბათუმის საოლქო-საარჩევნო კომისიაში აცხადებენ, რომ შუალედურ არჩევნებში მონაწილეობა უკვე მიიღო რეგისტრირებულ ამომრჩეველთა 40-მა პროცენტმა

ბათუმის საოლქო-საარჩევნო კომისიაში აცხადებენ, რომ შუალედურ არჩევნებში მოქალაქეთა აქტივობა მაღალია.

ამასთან, კომისიის თავმჯდომარის, ციალა შავაძის ინფორმაციით, საჩივრების შინაარსი არჩევნების მიმდინარეობაზე ზეგავლენას ვერ მოახდენს.

„ამ ეტაპისთვის არჩევნებში მონაწილეობა მიიღო 8 395 ადამიანმა, რაც მეოთხე მაჟორიტარულ ოლქში რეგისტრირებულ ამომრჩეველთა 40 პროცენტია. ამ დროისათვის, ოლქში სულ 23 საჩივარია რეგისტრირებული. მათგან 17 საჩივარი დაარეგისტრირა „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“, ორი საიამ, სამი „სამართლიანმა არჩევნებმა“ და ერთი მედიაორგანიზაცია „ოლმედიამ“. საჩივრების უმეტესობა მოიცავს პროცედურულ დარღვევებს, რამდენიმე კი, ადმინისტრაციულ ჯარიმასაც ითვალისწინებს“, – განაცხადა ბათუმის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე ციალა შავაძემ.