ბათუმის საოლქო საარჩევნო კომისია დღეს საუბნო კომისიების თავმჯდომარეებს, მოადგილეებსა და მდივნებს აირჩევს
ბათუმის საოლქო საარჩევნო კომისია დღეს საუბნო კომისიების თავმჯდომარეებს, მოადგილეებსა და მდივნებს აირჩევს. სხდომაში მონაწილეობას „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები არ მიიღებენ.
მათი თქმით, კენჭისყრა არის ფორმალური, რადგან უბნებზე ხელმძღვანელი პირების არჩევა ოლქის მიერ დანიშნული წევრების ხმათა უმრავლესობით ხდება.
როგორც ბათუმის საოლქო საარჩევნო კომისიის იურისტმა განმარტა, პირველი შემთხვევაა, როდესაც „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელები სხდომაში მონაწილეობას არ იღებენ, თუმცა შედეგებს სულ აპროტესტებენ.