ბათუმის საოლქო კომისიის შენობასთან „ნაციონალური მოძრაობის“ ორგანიზაცია „ალტერნატივის“ წევრები ე.წ. სირცხვილის კორიდორს აწყობენ
ხმაურია ბათუმის საოლქო კომისიის შენობასთან, სადაც „ნაციონალური მოძრაობის“ ორგანიზაცია „ალტერნატივის“ წევრები აქციას მართავენ. ისინი ამბობენ, რომ ოპოზიციის გადაწყვეტილების მიუხედავად, „სირცხვილის კორიდორებს“ უწყობენ საარჩევნო ადმინისტრაციების ყველა წარმომადგენელს, ვისაც უბნებიდან ოლქში მოაქვს ბიულეტენები.
შენობის შესასვლელთან ისმის ხმამაღალი მუსიკა და შეძახილები – „მონებო“, „გამყალბებლებო“, „სირცხვილი თქვენ“.
„ჩვენ არ ვართ ოპოზიციასთან შეთანხმებული, ჩვენ მაინც ვუწყობთ სირცხვილის კორიდორებს, ვინც არჩევნები გააყალბა და აქ ვიქნებით, ვიდრე ბოლო ბიულეტენს არ შეიტანს ოლქში ბოლო გამყალბებელი“, – ამბობს „ალტერნატივის“ ხელმძღვანელი ხათუნა ბერიძე.