ბათუმის სამშობიარო სახლი კორონავირუსით ინფიცირებულ ორსულებს მიიღებს
ბათუმის სამშობიარო სახლი კორონავირუსით ინფიცირებულ ორსულებს მიიღებს

იოსებ ჩარკვიანის სახელობის ბათუმის სამშობიარო სახლი კორონავირუსით ინფიცირებულ ორსულებს მიიღებს.

ბათუმის მრავალპროფილური სამშობიარო სახლის დირექტორის ნუგზარ პაპავას განცხადებით, ამ დროისთვის კლინიკაში შვიდი ორსული მკურნალობს.

„კლინიკა გუშინ გადაკეთდა კოვიდინფიცირებული ორსულებისთვის. ამჟამად შვიდი ორსული გვიწევს. გუშინ შემოვიდა ხუთი, ღამით ერთი და დღეს ერთი. ჯანმრთელობის მდგომარეობა არის დამაკმაყოფილებელი. სიმპტომები არც ერთს არ აქვს, მსუბუქი ხველა აქვს ერთს. 22 საწოლზეა გათვლილი. კლინიკა ამ კუთხით სრულად არის მზად“ , – აღნიშნა ნუგზარ პაპავამ.