ბათუმის სახელმწიფო მუსიკალური ცენტრი საოპერო პრემიერისთვის ემზადება
ბათუმის სახელმწიფო მუსიკალური ცენტრი საოპერო პრემიერისთვის ემზადება. ჯაკომო პუჩინის ოპერა „ბოჰემას“ მუსიკალური ცენტრი იტალიის ქალაქ პეზაროს რენატა დებალტის და მარიო დელ მონაკოს სახელობის საერთაშორისო საოპერო მომღერლების აკადემიასთან ერთად დადგამს.
პრემიერა მაისში გაიმართება. თავდაპირველად იგი ბათუმში, შემდეგ კი იტალიის ოთხ ქალაქში იქნება ნაჩვენები.
სპექტაკლს გერმანელი რეჟისორი გეორგ რუტერინგი დადგამს, დამდგმელი დირიჟორია დავით მუქერია.
რეპეტიციები ბათუმის მუსიკალურ ცენტრში გაიმართება. დეტალებთან დაკავშირებით იტალიური საოპერო აკადემიის წარმომადგენლები დღეს ბათუმში იმყოფებოდნენ.
ბათუმის მუსიკალურ ცენტრსა და იტალიურ აკადემიას შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გასულ წელს გაფორმდა და რამდენიმე ერთობლივი პროექტი განხორციელდა.