ბათუმის საფეხბურთო სტადიონის გადახურვა რამდენიმე დღეში დასრულდება
ბათუმის საფეხბურთო სტადიონის გადახურვა რამდენიმე დღეში დასრულდება

ბათუმის საფეხბურთო სტადიონის გადახურვა რამდენიმე დღეში დასრულდება. ინფორმაციას ამის შესახებ შ.პ.ს. „სტადიონი“ აქვეყნებს.

„მოედნის ტრიბუნების გადასახურად გამოყენებულია გერმანული წარმოების კომპოზიტური მემბრანა. მემბრანა იქნება გამოყენებული ფასადზეც, ოღონდ შედარებით განსხვავებული ფორმის. ამჟამად მიმდინარეობს ფასადზე ლითონის კონსტრუქციების მონტაჟის სამუშაოები“, – აღნიშნულია შ.პ.ს „სტადიონის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ასევე, როგორც განცხადებაშია აღნიშნული, თეთრი იქნება როგორც სტადიონის სახურავი, ასევე ფასადიც. სტადიონი უეფა-ს (UEFA) მეოთხე კატეგორიის სტანდარტებით შენდება და ის 20 000 მაყურებელზეა გათვლილი. სტადიონს რამდენიმე შესასვლელი ექნება – მედიისთვის, ავტობუსებისთვის, სპორტსმენებისა და ვიპ (VIP) სტუმრებისთვის. ასევე, სტადიონის ტერიტორიაზე დაახლოებით 1200 მანქანაზე გათვლილი პარკინგი მოეწყობა.

მშენებლობა 2020 წელს უნდა დასრულდეს. თუმცა, ვარაუდობენ, რომ სტადიონი დაგეგმილზე ადრე იქნება ექსპლუატაციისთვის მზად.

მშენებლობისთვის საერთო ჯამში, 120 მილიონ ლარამდე დაიხარჯება.