ბათუმის საფეხბურთო სტადიონი ესპანეთის, იტალიისა და აშშ-ის დროშების ფერებში განათდა

ბათუმის საფეხბურთო სტადიონი სოლიდარობის ნიშნად აშშ-ის, იტალიისა და ესპანეთის დროშების ფერებში განათდა.

აშშ-ის, იტალიისა და ესპანეთის დროშის ფერებში სტადიონის განათება საქართველოს ჰიმნის ფონზე მოხდა. ამასთან, ევროკავშირისა და ბრიტანეთის დროშები გამოჩნდა სტადიონზე დამონტაჟებულ ეკრანებზე.

ფაქტის ამსახველ ვიდეოს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მეთაური თორნიკე რიჟვაძე ავრცელებს.