ბათუმის საერთაშორისო ჰოსპიტალში კორონავირუსით გარდაცვლილ 22 წლის პაციენტთან დაკავშირებით განმარტება გაკეთდა
ბათუმის საერთაშორისო ჰოსპიტალში კორონავირუსით 22 წლის პაციენტი გარდაიცვალა.
როგორც კლინიკაში განმარტავენ, პაციენტის გარდაცვალების მიზეზი დაგვიანებული მიმართვა გახდა.
„12 დეკემბერს შემოიყვანეს პაციენტი ფილტვის 80 პროცენტზე მეტი დაზიანებით. მისი მდგომარეობა იყო უკიდურესად რთული. შემოყვანიდან რამდენიმე დღეში მართვით სუნთქვაზე გადაიყვანეს. მისი სიცოცხლის გადასარჩენად ყველაფერი გაკეთდა. ყოველდღიურად იყო კონსულტაციები თბილისში წამყვან სპეციალისტებთან, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა“, – განაცხადეს ბათუმის საერთაშორისო ჰოსპიტალში.