ბათუმის საარჩევნო ოლქში, 10:00 საათის მონაცემებით, 4 201-მა ამომრჩეველმა მისცა ხმა
ბათუმის საარჩევნო ოლქში, 10:00 საათის მონაცემებით, 4 201-მა ამომრჩეველმა მისცა ხმა

აჭარის უმაღლესი საარჩევნო კომისიის მონაცემებით, 10:00 საათისთვის ბათუმის საარჩევნო ოლქში ხმა მისცა 4 201-მა ამომრჩეველმა, რაც საერთო ელექტორატის 2,85 პროცენტია. ხელვაჩაურის, ქედის, შუახევისა და ხულოს გაერთიანებულ საარჩევნო ოლქში კი უბნებზე 3 934 ამომრჩეველი მივიდა, რაც 4,06 პროცენტია.

პირველ ტურში 10 საათისთვის ბათუმში ამომრჩეველთა საერთო რაოდენობის 10 პროცენტზე მეტი მივიდა უბნებზე, მთიანი აჭარის ოლქში კი 7 პროცენტზე მეტი.