ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფო კორონავირუსისგან განკურნებულმა ექვსმა პაციენტმა დატოვა
ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფო კორონავირუსისგან განკურნებულმა ექვსმა პაციენტმა დატოვა

ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოს კოვიდ-ცენტრში დღეს ექვსი პაციენტი გამოჯანმრთელდა. კლინიკის მენეჯერის, გია კიკაბიძის განცხადებით, ექვსივემ კლინიკა უკვე დატოვა.

დღის მეორე ნახევარში კოვიდ-ცენტრში კიდევ ერთი ინფიცირებული, შუახნის ქალბატონი მოათავსეს. შემთხვევა ე.წ. ქობულეთის კლასტერს უკავშირდება.

ამ დროისთვის კოვიდ-ცენტრში 21 პაციენტი რჩება.