ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფო კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებულმა 22-მა პაციენტმა დატოვა
ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფო კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებულმა 22-მა პაციენტმა დატოვა

ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფო კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებულმა 22-მა პაციენტმა დატოვა, დღის ბოლოს კი კლინიკიდან კიდევ 30 პაციენტი გაეწერება.

ამ დროისთვის კლინიკაში 20-ზე მეტი ადგილია თავისუფალი. ამასთან, საავადმყოფოში სულ 193 ინფიცირებული მკურნალობს, 49 რეანიმაციულ განყოფილებაში რჩება, რომელთაგან 13 კრიტიკულად მძიმე მდგომარეობაში მართვით სუნთქვაზე იმყოფება, 32 პირს კი, მუდმივ რეჟიმში ჟანგბადის მიწოდება სჭირდება.

საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 4 570 ახალი დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 3 045 პაციენტი.