ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში უახლოეს დღეებში ექვსი კოვიდინფიცირებულის გამოჯანმრთელებას ელოდებიან
ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში ცხრა კოვიდინფიცირებული პაციენტიდან ექვსის გამოჯანმრთელებას უახლოეს დღეებში ელოდებიან.
საავადმყოფოს კლინიკური მენეჯერის, გია კიკაბიძის განცხადებით, პაციენტებს ტესტი გამოჯანმრთელებაზე ხვალ ჩაუტარდებათ.
„ზოგადად, ჩვენთან მყოფი ყველა პაციენტის მდგომარეობა მსუბუქია და ინფიცირება პრაქტიკულად უსიმპტომოა. ექვსი პაციენტის გამოჯანმრთელებას ველოდებით, ხვალ მათ „პისიარ“-ტესტებს ჩავუტარებთ და უარყოფითი პასუხების შემთხვევაში, გაწერაზე ვიფიქრებთ“, – განაცხადა გია კიკაბიძემ.
ცხრა ინფიცირებულიდან რესპუბლიკურ საავადმყოფოში ერთი პაციენტი დღეს შეიყვანეს. ინფიცირებული სატვირთო ავტომობილის მძღოლია. ის საქართველოს მოქალაქეა და ბათუმის პორტში ბორნის საშუალებით ბულგარეთიდან შემოვიდა.