ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში ოთხი პაციენტის გამოჯანმრთელებას ელოდებიან
ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში 15 პაციენტიდან ოთხის გამოჯანმრთელებას ელოდებიან. საკონტროლო ტესტების პასუხები დღის ბოლოს გახდება ცნობილი. უარყოფითი შედეგის შემთხვევაში მათ ხვალ განმეორებით ტესტებს ჩაუტარებენ და თუ ვირუსი აღარ დაუდასტურდათ, კლინიკიდან გაწერენ.
აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, გასულ ღამეს კორონავირუსზე 469 პირი გამოიკვლიეს. ლაბორატორიული კვლევის შედეგი უარყოფითია. კორონავირუსი მხოლოდ ერთ პირს, კერძოდ, სატვირთო ავტომანქანის თურქ მძღოლს დაუდასტურდა. პაციენტი თავისი სურვილით ცხელების კლინიკიდან გადაყვანილი იქნა თურქეთის რესპუბლიკაში.
ცხელების კლინიკებში მოთავსებულია 50 პირი, მათი კვლევის პასუხები ხვალ გახდება ცნობილი.
ჯამში აჭარაში კორონავირუსზე „პისიარ“ ტესტი ჩაუტარდა 37 926 პირს. კარანტინში იმყოფება 2 604 მოქალაქე, იზოლაციის სივრცეები დატოვა 12 510-მა პირმა.