ბათუმის ინფექციური საავადმყოფოს საეჭვო სიმპტომების მქონე ხუთ პაციენტს კორონავირუსი არ დაუდასტურდა
ბათუმის ინფექციურ საავადმყოფოში დღეს გადაყვანილი შვიდი საეჭვო სიმპტომების მქონე პაციენტიდან ხუთის ანალიზის პასუხი ცნობილია.
მათ კორონავირუსი არ დაუდასტურდათ. ორის პასუხს უახლოეს საათებში ელოდებიან.
აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, კორონავირუსი არ დაუდასტურდა ხულოდან საეჭვო ნიშნებით გადმოყვანილ ქალბატონსაც, რომელსაც თურქეთში მოგზაურობის ისტორია აქვს.