ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში​ კორონავირუსით ექიმის გარდაცვალებაზე განმარტება გაკეთდა
ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში​ კორონავირუსით ექიმის გარდაცვალებაზე განმარტება გაკეთდა

სამი ინფიცირებული გარდაიცვალა ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში, მათ შორის არის 63 წლის ექიმი-ტრავმატოლოგი. კლინიკის მენეჯერმა, გია კიკაბიძემ ექიმის გარდაცვალებასთან დაკავშირებით დამატებითი განმარტება გააკეთა.

„რამდენიმე დღის წინ დაუდგინდა „კოვიდი“. თავდაპირველად ის სასტუმროში მოათავსეს, 6-ში კი გადმოიყვანეს კლინიკაში ფილტვის მძიმე, 45-პროცენტიანი დაზიანებით. მას არანაირი პრობლემა არ ჰქონდა, პირდაპირ კლინიკაში იყო მოთავსებული, მაგრამ არ იყო მისი მდგომარეობა რთული და გადაწყვიტა, სასტუმროში ყოფილიყო. გუშინ მართვით სუნთქვაზე გადავიყვანეთ. სამწუხაროდ, მას ასევე ჰქონდა ქრონიკული დაავადებები და მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა“, – განაცხადა გია კიკაბიძემ.

ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში ამჟამად 199 პაციენტია. მათგან 51 რეანიმაციაში იმყოფება, 11 პაციენტი კი კრიტიკულად მძიმე მდგომარეობაში, მართვით სუნთქვაზეა. 36 ინფიცირებულს მუდმივ რეჟიმში მიეწოდება ჟანგბადი.

დღეს კლინიკიდან 30 პაციენტი გაეწერება.