ბათუმის პროტესტანტულ ეკლესიაში საშობაო მსახურება ჩატარდა.
ბათუმის წმინდა სამების სახელობის პროტესტანტულ ეკლესიაში ქრისტეშობის ღამე ყველაზე ხალხმრავალი დღესასწაულია. ტაძარი საგანგებოდაა მორთული. ეკლესიის წევრები ამ დღისთვის მზადებას ერთი თვით ადრე იწყებენ და ყოველი კვირის დასაწყისში ახალ სანთელს ანთებენ, რომელსაც სხვადასხვა სიმბოლური მნიშვნელობა აქვს.
პროტესტანტული ეკლესია ბათუმში, დემეტრე თავდადებულის ქუჩაზე 1995 წლიდან მოქმედებს. სხვადასხვა წყაროს მიხედვით, ბათუმში პირველი პროტესტანტები მე-19 საუკუნის ბოლოს გამოჩნდნენ.