ბათუმის პორტში მატარებლის ვაგონი რელსებიდან გადავიდა, დაზიანდა ოთხი ავტომანქანა
ბათუმის პორტში მატარებლის ვაგონი რელსებიდან გადავიდა, კედელი დაანგრია, რის გამოც, ოთხი მსუბუქი ავტომანქანა დაზიანდა.
როგორც საქართველოს პირველი არხის ჟურნალისტი ადგილიდან იუწყება, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. ამ დროისთვის უცნობია, რამ გამოიწვია მატარებლის მწყობრიდან გამოსვლა.
ბათუმის პორტში კომენტარს არ აკეთებენ.