საათზე მეტია, ბათუმის პორტში სამართალდამცველები და გამნაღმველები არიან მობილიზებული. არსებული ინფორმაციით, ერთ-ერთ გემზე ნაღმს ეძებენ.
როგორც პორტის პროფკავშირების წარმომადგენელმა ჟურნალისტებს განუცხადა, პორტის ადმინისტრაციაში უცნობმა პირმა დარეკა და განაცხადა, რომ გემი, რომელიც გასვლას გეგმავდა, დანაღმულია, თუმცა ეს მხოლოდ ერთ-ერთი ვერსიაა. პორტი ამ დროისთვის ჩაკეტილია.
შინაგან საქმეთა სამინისტროში ჯერ განმარტებები არ გაკეთებულა.