ბათუმში პორტის თანამშრომელთა ნაწილი დილიდან აქციას მართავს და დირექტორის გადადგომას ითხოვს.
აღნიშნული მოთხოვნით აქციის რამდენიმე მონაწილემ შიმშილობაც დაიწყო.
პორტის თანამშრომლები ირწმუნებიან, რომ მიმდინარეობს ფარული რეორგანიზაცია და მოსალოდნელია მათი სამსახურიდან უსამართლო დათხოვნა.
„ვიდრე დირექტორი არ გადადგება, ჩვენ შიმშილობას არ შევწყვეტთ. ვიდგებით ბოლომდე, სანამ შევძლებთ. შემდეგ მორიგეობას დავაწესებთ. ექვსი კაცი მარტოც ვიქნებით, პრობლემა არაა, მაგრამ უმჯობესია, ერთმანეთის გვერდით ვიდგეთ“, – მიმართა აქციის მონაწილეებს ერთ-ერთმა თანამშრომელმა.
პორტის ადმინისტრაცია ადასტურებს, რომ რეორგანიზაცია მართლაც იგეგმება, თუმცა ამ ეტაპზე მხოლოდ საპენსიო ასაკს მიღწეულ თანამშრომლებს ეხება.