ბათუმის პორტის საკონტეინერო ტერმინალის თანამშრომლები შრომითი პირობების გაუმჯობესებას ითხოვენ
ბათუმის პორტის საკონტეინერო ტერმინალის თანამშრომლები შრომითი პირობების გაუმჯობესებას ითხოვენ.
ამ მოთხოვნით მათ დღეს გამაფრთხილებელი აქცია გამართეს. აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ მათი უფლებები ირღვევა.
„არ გვაქვს შესაბამისი ანაზღაურება და ხშირად ზეგანაკვეთური მუშაობაც გვიწევს, თუმცა ამას არავინ ითვალისწინებს, ბიულეტენის ანაზღაურებაც კი არ ხდება“, – აღნიშნავს აქციის ერთ-ერთი მონაწილე.
ბათუმის საერთაშორისო საკონტეინერო ტერმინალში 100 ადამიანია დასაქმებული. ტერმინალის ადმინისტრაციაში კომენტარს არ აკეთებენ.