ბათუმის პორტის ხელმძღვანელობა პორტში დაგეგმილ რეორგანიზაციას აჩერებს
ბათუმის პორტში შექმნილ სიტუაციასთან დაკავშირებით პორტის გენერალურმა დირექტორმა დანიარ მუხამედ-რახიმმა სპეციალური განცხადება გააკეთა. პორტის ხელმძღვანელობა დაგეგმილ რეორგანიზაციას აჩერებს.
“ბათუმის პორტში შექმნილ კრიზისულ სიტუაციასთან დაკავშირებით აჭარის ავტონომიური მთავრობის მომართვისა და მათთან გამართული კონსულტაციების შემდეგ, სააქციო საზოგადოება “ყაზტრანსოილმა” გადაწყვეტილება მიიღო შეჩერდეს რეორგანიზაციის პროცესი, მანამდე, ვიდრე პორტისთვის მაქსიმალურად ხელსაყრელი გადაწყვეტილება არ მოიძებნება”-განაცხადა ჟურნალისტებთან გენერალურმა დირექტორმა.
ამ წუთებში პორტის თანამშრომლები ისევ გაფიცულები არიან. ისინი ამბობენ, რომ გენერალური დირექტორის განცხადება არ აკმაყოფილებთ და მისი გადადგომის მოთხოვნა ძალაში რჩება.
პორტის თანამშრომლები პირველ აპრილს გაიფიცნენ. ისინი მოსალოდნელ რეორგანიზაციას აპროტესტებენ.
თანამშრომლები ირწმუნებიან, რომ მიმდინარეობს ფარული რეორგანიზაცია და მოსალოდნელია მათი სამსახურიდან უსამართლო დათხოვნა.