ბათუმის პოლიკლინიკებში მოქალაქეები უფასო ტესტირების გავლას მხოლოდ სამუშაო დღეებში შეძლებენ
ბათუმის პოლიკლინიკებში მოქალაქეები უფასო ტესტირების გავლას მხოლოდ სამუშაო დღეებში შეძლებენ.
აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, უფასო ტესტირების პროცესი ორშაბათიდან განახლდება. რაც შეეხება რისკ ჯგუფებს, აღრიცხულ საეჭვო კონტაქტებსა და ცხელების ცენტრებს, ლაბორატორიები მათთვის ყოველდღიურ რეჟიმში გააგრძელებენ კვლევით სამუშაოებს.
„პოლიკლინიკებს უქმე დღეები აქვთ და ორშაბთს განაგრძობენ კვლევებს. მათ შაბათ-კვირას მუშაობა არ ევალებათ. მოქალაქეებს შეუძლიათ, უქმე დღეებში ცხელების ცენტრებსა და სტაციონარებს მიმართონ. ეპიდემიოლოგები რისკ ჯგუფებს ყოველ დღე იკვლევენ. რისკ ჯგუფში შედიან მედიკოსები, პოლიციელები და სხვა პროფესიის ადამიანები, ასევე, ჩვეულებრივ გრძელდება აღრიცხული საეჭვო კონტაქტების კვლევაც“, – აცხადებენ აჭარის ჯანდაცვის სამინისტროში.
ბათუმში მოქალაქეების უფასო ტესტირებას ხუთი პოლიკლინიკა ახორციელებს.