ბათუმის ოთხი დიდი სავაჭრო ცენტრიდან მოქალაქეთა ევაკუაცია განხორციელდა [ვიდეო]

ბათუმის ოთხი დიდი სავაჭრო ცენტრიდან მოქალაქეთა ევაკუაცია განხორციელდა. „მეტრო სითის“, „გრანდ მოლის“, „ბათუმი პლაზასა“ და „ბათუმი მოლის“ ტერიტორია თანამშრომლებს და იქ მყოფ მოქალქეებს 18:00 საათის შემდეგ პოლიციის მითითებით დაატოვებინეს.

არსებული ინფორმაციით, ევაკუაცია შენობებში ასაფეთქებელი მოწყობილობების არსებობის შესახებ გავრცელებული ინფორმაციის შემდეგ განხორციელდა. სავარაუდოდ, შენობებში კინოლოგებიც მუშაობენ.

საგანგებო სიტუაციათა მართვის სამსახურში აცხადებენ, რომ უწყებაში შეტყობინება არ შესულა. რაც შეეხება შინაგან საქმეთა სამინისტროს, ​უწყებას ოფიციალური ინფორმაცია ჯერ არ გაუვრცელებია.

აღსანიშნავია, რომ გუშინ გამნაღმველები მუშაობდნენ ბათუმის აეროპორტშიც, სადაც სახიფათო ვითარების შესახებ შევიდა შეტყობინება, თუმცა განგაში ცრუ აღმოჩნდა.