ბათუმის მუსიკალური ცენტრის საოპერო დასის სოლისტებსა და დამწყებ მომღერლებს საშუალება ეძლევათ, მსოფლიოს საოპერო თეატრების სპექტაკლებში მიიღონ მონაწილეობა
ბათუმის სახელმწიფო მუსიკალურ ცენტრს გერმანიის ქალაქ მანჰაიმის ნაციონალური თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი მარვინ ვენდტი და საერთაშორისო საოპერო მომღერლების სააგენტოს TACT International Art Management წარმომადგენელი ოლივერ კრესჩმერი ეწვივნენ.
მარვინ ვენდტი და ოლივერ კრესჩმერი მუსიკალური ცენტრის საოპერო დასის წამყვან სოლისტებსა და დამწყებ მომღერლებს მოუსმენენ.
„პირველი შემთხვევაა, როცა საქართველოში ევროპული თეატრის ხელმძღვანელობა ჩამოდის და მომღერლებს არჩევს. ეს არის ბათუმელი მომღერლებისთვის უდიდესი შანსი. ეს პროცესი ევროპაში რომ გაიარონ, ბუნებრივია, თანხებთან არის დაკავშირებული, ამასთან, არავინ მოგისმენს, თუ მომღერალს სააგენტო არ წარადგენს“, – განაცხადა საოპერო დასის წამყვანმა სოლისტმა ირაკლი კახიძემ.
მოსმენების შედეგად შერჩეული მომღერლები სამომავლოდ მონაწილეობას მიიღებენ მსოფლიოს სხვადასხვა თეატრში სპექტაკლებსა და კონცერტებში, ასევე მოხდება მათი სტაჟირება მსოფლიოს სხვადასხვა საოპერო თეატრებში.