ბათუმის მუნიციპალური ინსპექცია საზოგადოებრივ ტრანსპორტში მონიტორინგს აგრძელებს
ბათუმის მუნიციპალურმა ინსპექციამ საზოგადოებრივ ტრანსპორტში მონიტორინგი დილიდან განაახლა.
სამსახურის ცნობით, ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციების შესრულებაზე კონტროლს ყოველდღიურ რეჟიმში, ყველა ლოკაციაზე განახორციელებენ.
ყოველდღიურ რეჟიმში ტრანსპორტი სპეციალური და სადეზინფექციო ხსნარებით დამუშავდება. ინსპექციაში განმარტავენ, რომ იმ შემთხვევაში, თუ მგზავრი არ გაიკეთებს პირბადეს, მძღოლს უფლება აქვს, ტრანსპორტი არ დაძრას.
„მონიტორინგი კიდევ უფრო გამკაცრდა, არ დაიშვება მგზავრი პირბადის გარეშე, განსაზღვრულია დისტანციაც და არ შეიძლება ტრანსპორტში ფეხზე დგომა. დარღვევის შემთხვევაში, მგზავრს მოუწევს ტრანსპორტის დატოვება, ან გატარდება საჯარიმო სანქცია“, – ამბობს ბათუმის მუნიციპალური ინსპექციის უფროსი არჩილ კონცელიძე.
ბათუმის მერია მოსახლეობას მოუწოდებს, გადაადგილებასთან დაკავშირებული რეგულაციები დაიცვან.