ბათუმის მიმართულებით პირველ სექტემბერს დამატებითი მატარებელი დაინიშნება
„საქართველოს რკინიგზის“ ინფორმაციით, პირველ სექტემბერს, მიუზიკლ „ჩხიკვთა ქორწილზე“ დასწრების მსურველთათვის, თბილისიდან ბათუმის მიმართულებით დამატებითი მატარებელი დაინიშნება, რომელიც რეისებს ორივე მიმართულებით შეასრულებს და „ბლექ სი არენას“ (Black Sea Arena) ბაქანზე გაჩერდება.
მატარებელი შემდეგი განრიგით იმოძრავებს: გასვლა – თბილისი 12:40 საათი, ჩასვლა – „ბლექ სი არენა“ 17:25 საათი; ჩასვლა – ბათუმი 18:23 საათი, გამოსვლა-ბათუმი 23:50 საათი; გამოსვლა-„ბლექ სი არენა“ 0:38 საათი, ჩასვლა – თბილისი 5:15 საათი.
ამასთანავე, თბილისიდან და ბათუმიდან პირველ სექტემბერს მატარებელი №802/807, 805/806, 852/851, 808/801, 804 თბილისი-ბათუმს და 2 სექტემბერს მატარებელი №811 ბათუმი-თბილისს გაჩერებები „ბლექ სი არენას“ ბაქანზეც ექნებათ.
ბილეთების შეძენა შესაძლებელია მობილური აპლიკაციით – Georgian Railway Tickets. აპლიკაციას აქვს შესაძლებლობა, აირჩიოთ სასურველი ადგილები მატარებელში.
ბილეთები იყიდება ასევე ვებგვერდებზე Railway.ge; tkt.ge;Biletebi.ge; matarebeli.ge; სწრაფი გადახდის აპარატებსა და საბილეთო სალაროებში.