ბათუმის მერიაში ხმაური იყო. ქალაქის საკრებულოს „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატები მერის კაბინეტის მისაღებში დაცვის სამსახურის თანამშრომლების წინააღმდეგობის მიუხედავად შევიდნენ. ისინი მერთან შეხვედრას ითხოვდნენ და უშუალოდ კაბინეტში შესვლას ცდილობდნენ, თუმცა სამართალდამცველებმა ამის საშუალება აღარ მისცეს.
„მერი რომ ანგარიშვალდებულია საკრებულოს წევრების წინაშე, ეს აღარ ახსოვს არჩილ ჩიქოვანს. ვითხოვდით შეხვედრას აუდიტის ძალიან კრიტიკულ დასკვნასთან, ასევე, ქალაქში დაგროვილ უამრავ პრობლემასთან დაკავშირებით. არ გვხვდება, ყველა წინადადებაზე უარი გვითხრეს“, – განაცხადა საკრებულოს წევრმა რეზო ხარაზმა.
მცირე დაპირისპირების შემდეგ, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები საკონფერენციო დარბაზში შევიდნენ და ამბობენ, რომ ვიდრე მერი არ შეხვდება, იქაურობას არ დატოვებენ.