ბათუმის მცხოვრებმა პროტესტის ნიშნად, ხეზე ხელი ლურსმნით მიიჭედა
ბათუმის მცხოვრებმა პროტესტის ნიშნად, ხეზე ხელი ლურსმნით მიიჭედა

ბათუმში, ადგილობრივმა მცხოვრებმა, ვასილ  ტაკიძემ პროტესტის ნიშნად, აჭარის მთავრობის სახლის წინ, ხეზე ხელი ლურსმნით მიიჭედა.

ვასილ ტაბიძე ამბობს, რომ ბათუმის სანაპირო ზოლში დელტა პლანით ფრენა საჰაერო ნავიგაციამ აუკრძალა. ამ ბიზნესს ის სამი წელია აწარმოებს და ბანკიდან დიდი ოდენობით სესხი აქვს გამოტანილი.

ტაკიძე მთავრობას დროულ რეაგირებას და ტურიზმის სფეროში ხელშეწყობას სთხოვს. ადგილზე მობილიზებულია სასწრაფოსა და საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები.