ბათუმის ლაბორატორიებში 28 პირის ანალიზი შევიდა. პასუხები საღამოს გახდება ცნობილი.
საეჭვო სიმპტომების პაციენტების ანალიზები კვლევაზე ცხელების ცენტრებმა გადაგზავნეს.
ბათუმში დღეისათვის სამი ცხელების ცენტრი მოქმედებს. ცენტრები განლაგებულია ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში, ინფექციურ საავადმყოფოსა და კლინიკა „მედ ემერჯენსში“, სადაც პაციენტები გადაჰყავთ საკარანტინო ზონებიდან და ოჯახის ექიმებთან ონლაინ კონსულტაციების შემდეგ. ასევე ცხელების ცენტრებში პაციენტები მიდიან თვითდინებითაც.
კვლევებს ბათუმში ორი ლაბორატორია ატარებს.