ბათუმის ლაბორატორიებში კორონავირუსზე 352 პირი გამოიკვლიეს, ყველა ტესტის პასუხი უარყოფითია
ბათუმის ლაბორატორიებში კორონავირუსზე 352 პირი გამოიკვლიეს. აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით. ყველა ტესტის პასუხი უარყოფითია.
ცხელების კლინიკებში მოთავსებულია 39 პირი, მათი კვლევის პასუხები ხვალ გახდება ცნობილი. თურქეთის მოქალაქე, რომელსაც კორონავირუსი გუშინ ბათუმში დაუდასტურდა, უკვე გადაყვანილია საკუთარ ქვეყანაში.
ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში რჩება შვიდი ინფიცირებული. ჯამში აჭარაში კორონავირუსზე „პისიარ“ ტესტი ჩაუტარდა 27638 პირს. კარანტინში დღევანდელი მონაცემებით, იმყოფება 2 229 მოქალაქე.