ბათუმის ლაბორატორიებში კიდევ 504 პირი გამოიკვლიეს, არც ერთს კორონავირუსი არ დაუდასტურდა
ბათუმის ლაბორატორიებში კიდევ 504 პირი გამოიკვლიეს, არც ერთს კორონავირუსი არ დაუდასტურდა

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, გასულ ღამეს ბათუმის ლაბორატორიებში კორონავირუსზე 504 პირი გამოიკვლიეს. არც ერთ მათგანს ვირუსი არ დაუდასტურდა. ლაბორატორიული კვლევის შედეგი უარყოფითია.

ამასთან, ცხელების კლინიკებში მოთავსებულია 44 პირი, მათი კვლევის პასუხები დღის ბოლოს გახდება ცნობილი.

ჯამში აჭარის რეგიონში კორონავირუსზე „პისიარ“ ტესტი ჩაუტარდა 21 516 პირს.

რეგიონის მასშტაბით კარანტინში რჩება 1 274 პირი, იზოლაციის სივრცეები დატოვა 9 007-მა მოქალაქემ.