ბათუმის ლაბორატორიებში კიდევ 191 ტესტი ჩატარდა, კორონავირუსი არც ერთ პირს არ დაუდასტურდა
ბათუმის ლაბორატორიებში ღამით კორონავირუსზე 191 პირი გამოიკვლიეს. არც ერთ მათგანს კორონავირუსი არ დაუდასტურდა.
ამასთან, ბათუმის ცხელების ცენტრებში კორონავორუსზე 28 პაციენტის კვლევის პასუხს ელოდებიან. დღეს კლინიკებში ისინი ვირუსისთვის დამახასიათებელი რესპირატორული სიმპტომებით მოათავსეს. ანალიზების პასუხები დღის ბოლოს გახდება ცნობილი.
პარალელურად, გრძელდება მიზნობრივი კვლევებიც. 14 მარტიდან დღემდე აჭარაში კორონავირუსზე ტესტი 12 000-მდე მოქალაქეს ჩაუტარდა.
აჭარაში თითქმის ერთი თვეა, 30 აპრილის შემდეგ ინფიცირების ახალი შემთხვევა არ დაფიქსირებულა. ბოლო ორმა გამოჯანმრთელებულმა კლინიკა 23 მაისს დატოვა.
რეგიონში საკარანტინო ზონებში რჩება 900-ზე მეტი მოქალაქე.