ბათუმის ლაბორატორიებში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსზე 280 პირი გამოიკვლიეს და ყველა პასუხი უარყოფითია
ბათუმის ლაბორატორიებში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსზე 280 პირი გამოიკვლიეს.
აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ყველა ტესტის პასუხი უარყოფითია.
რეგიონში 30 აპრილის შემდეგ, უკვე მე-16 დღეა ინფიცირების შემთხვევა არ ფიქსირდება. 14 მარტის შემდეგ აჭარაში კორონავირუსი 71 პირს დაუდასტურდა, მათგან უმრავლესობა ქობულეთის კლასტერს უკავშირდებოდა.
აჭარის ჯანდაცვის სამინისტრომ კლასტერი გუშინ უკვე დახურულად გამოაცხადა.