ბათუმის ლაბორატორიებში გასულ ღამეს 110 პირის ანალიზი გამოიკვლიეს, ყველა პასუხი უარყოფითია
ბათუმის ლაბორატორიებში გასულ ღამეს 110 პირის ანალიზი გამოიკვლიეს. ყველა პასუხი უარყოფითია. უკვე მეოცე დღეა, რეგიონში კორონავირუსით ინფიცირების ახალი შემთხვევა არ ფიქსირდება.
14 მარტიდან 30 აპრილის ჩათვლით აჭარაში ინფიცირების 71 შემთხვევა დაფიქსირდა. 68 გამოჯანმრთელდა, ორი გარდაიცვალა. კლინიკა „მედალფაში“ რჩება ორი პაციენტი. მათგან ერთი, შესაძლოა, დღეს გაწერონ. ერთი პაციენტი კლინიკაში თბილისიდან გადაიყვანეს.