ბათუმის ლაბორატორიებში გამოკვლეული 347 პირიდან კორონავირუსი არც ერთს არ დაუდასტურდა
კორონავირუსზე ბათუმის ლაბორატორიებში გასულ ღამეს 347 პირი გამოიკვლიეს. აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ყველა ლაბორატორიული კვლევის შედეგი უარყოფითია.
ცხელების კლინიკებში მოთავსებულია 36 პირი, მათი კვლევის პასუხები დღის ბოლოს გახდება ცნობილი.
ჯამში აჭარაში კორონავირუსზე „პისიარ“ ტესტი ჩაუტარდა 18 257 პირს.
კარანტინში იმყოფება 1 055 პირი. იზოლაციის სივრცეები დატოვა 8 465-მა მოქალაქემ.