ბათუმის ლაბორატორიებში გამოკვლეულ 435 პირს კორონავირუსი არ დაუდასტურდა
ბათუმის ლაბორატორიებში გასულ ღამეს კორონავირუსზე 435 პირი გამოიკვლიეს. აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ყველა ტესტის პასუხი უარყოფითია. ვირუსი არ აღმოაჩნდა არც ერთ პაციენტს.
დღის განმავლობაში კიდევ გამოიკვლევენ იმ 24 პირს, რომლებმაც რესპირატორული ჩივილებით დღეს ცხელების კლინიკებს მიმართეს.
აჭარაში ჯამში „პისიარ“ ტესტი 17 200 მოქალაქეს ჩაუტარდა. რეგიონში ინფიცირების შემთხვევა 30 აპრილის შემდეგ არ ფიქსირდება, თუმცა კვლევები გრძელდება.
ბათუმის საკარანტინო ზონებში რჩება 1 092 მოქალაქე. კარანტინი უკვე დაასრულა 8 277-მა პირმა.