ბათუმის ლაბორატორიებში დღეს გამოკვლეულ 37 პირს კორონავირუსი არ დაუდასტურდა
ბათუმის ლაბორატორიებში დღეს კორონავირუსზე ის 37 პირი გამოიკვლიეს, რომლებმაც ცხელების ცენტრებს სხვადასხვა რესპირატორული ჩივილებით მიმართეს. არც ერთ მათგანს ვირუსი არ დაუდასტურდა. 37-ივე ანალიზის პასუხი უარყოფითია.
ამასთან, ხვალ დილით გახდება ცნობილი მიზნობრივი კვლევების შედეგები.
ხვალ ზუსტად ერთი თვე შესრულდება მას შემდეგ, რაც აჭარაში ინფიცირების შემთხვევა არ დაფიქსირებულა.