ბათუმის ლაბორატორიებში 196 პირი გამოიკვლიეს, ყველა პასუხი უარყოფითია
აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ბათუმის ლაბორატორიებში კორონავირუსზე გასულ ღამეს 196 პირი გამოიკვლიეს. არც ერთ მათგანს ვირუსი არ დაუდასტურდა. ლაბორატორიული კვლევის შედეგები უარყოფითია.
ცხელების კლინიკებში მოთავსებულია 37 პირი, მათი კვლევის პასუხები დღის ბოლოს გახდება ცნობილი.
აჭარაში კორონავირუსზე პისიარტესტი ჩაუტარდა ჯამში 16 765 პირს.
რეგიონში კარანტინში რჩება 1087 პირი. იზოლაციის სივრცე დატოვა 8217-მა მოქალაქემ.