ბათუმის ლაბორატორიაში კორონავირუსზე ოთხი პირის პასუხებს ელოდებიან
ბათუმის ლაბორატორიაში კორონავირუსზე ოთხი პირის პასუხებს ელოდებიან

ბათუმის ლაბორატორიაში დღეს კორონავირუსთან დაკავშირებით ოთხი პირის პასუხებს ელოდებიან.

ოთხივე მათგანი კლინიკებში საკარანტინო ზონიდან საეჭვო სიმპტომებით გადაიყვანეს.

ყველას უცხოეთში მოგზაურობის ისტორია აქვს.

კორონავირუსის მკურნალობის პროცესში ბათუმში მეორე კლინიკაც ჩაერთო.

ინფექციურ საავადმყოფოსთან ერთად პაციენტებს კლინიკა „მედალფაც“ მიიღებს.

ამ დროისთვის ბათუმში მყოფი შვიდი ინფიცირებული პირიდან სამი ინფექციურში, ოთხი კი „მედალფაში“ მკურნალობს.

ექვსის მდგომარეობა კვლავ სტაბილურია, ერთი – 70 წლის ქალბატონის კი საშუალო სიმძიმის.

აჭარის საკარანტინო სივრცეში ამ დროისთვის 1800-ზე მეტი პირია.