ბათუმის კლინიკა „მედალფაში“ შვიდი პაციენტის გამოჯანმრთელებას ელოდებიან
ბათუმის კლინიკა „მედალფაში“ შვიდი პაციენტის გამოჯანმრთელებას ელოდებიან

ბათუმის კლინიკა „მედალფაში“ დარჩენილი 15 პაციენტიდან შვიდის გამოჯანმრთელებას ელოდებიან.

კლინიკის დირექტორის, ინგა ხოზრევანიძის განცხადებით, შვიდივე პირს უკვე აუღეს ანალიზები და პასუხებს ელოდებიან. პირველად ტესტებზე უარყოფითი პასუხის შემთხვევაში, მათ განმეორებით საკონტროლო ტესტირებას ჩაუტარებენ და კვლავ უარყოფითი პასუხის დაფიქსირების შემდეგ, კლინიკიდან გაწერენ.

ორი პაციენტი რჩება რეანიმაციულ განყოფილებაში. კრიტიკულია 80 წელს გადაცილებული ინფიცირებულის მდგომარეობა. ის მართვით სუნთქვაზეა.

კლინიკაში პაციენტთა მაქსიმალური რაოდენობა 42-ს აღწევდა.